ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

  პარტია “უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს -ამის შესახებ მან რადაში განაცხადა.
“25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, ჩემთვის სკამი მთავარი არაა, მაგრამ თუ ხალხი გადაწყვეტს მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა“,-განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან,  საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელსაც უკრაინის უმაღლესმა რადამ დროებით ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება მიანიჭა დეპუტატებს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 25 თებერვლამდე მისცა ვადა.
უკრაინის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო _ თანამდებობიდან გადააყენეს უკრაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები , ასევე გააუქმეს 2012 წელს ენის შესახებ მიღებული კანონი, რომელიც უკრაინის რეგიონებში რუსულ ენა ოფიციალურის სტატუსს ანიჭებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები