ესტონეთში იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო კიეზა დააკავეს

ესტონეთში იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო კიეზა დააკავეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ტელეფონით თავად ჟურნალისტმა განუცხადა.
„მე ტალინში ვიმყოფები. ჩემი მისამართით დაწერილი ბრძანების საფუძველზე დამაპატიმრეს. როგორც ჩანს, ქვეყნიდან ჩემი ექსტრადირება უნდა მოხდეს. მათ, როგორც მივხვდი“, 48 საათით დამაკავეს“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
კიეზა საერთაშორისო მედიაკლუბ „ომპრესუმში“გამოსვლამდე დააკავეს. თუ სად იმყოფება ჟურნალისტი ამჟამად, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 1980-იანი წლებიდან კიეზა მოსკოვში, გაზეთების l’Unità-ს და La Stampa-ს კორესპონდენტად მუშაობდა. 2004 წელს ის ევროპარლამენტის დეპუტატად აირჩიეს, სადაც საერთაშორისო ვაჭრობის საქმეებზე მომუშავე კომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები