შირაქის ველზე უნიკალური ძეგლი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა კახეთში, შირაქის ველზე, ე.წ. დიდნაურის ტერიტორიაზე, 3 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს.
სპეციალისტები ტერიტორიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც კოსმოსურმა სატელიტურმა გადამცემმა დიდნაურის მიდამოებში უძველესი ნაქალაქარი დააფიქსირა. ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს.
„მარტო შიდა ციხეს უკავია 10-11 ჰექტარი, რომელიც შემოზღუდულია ძალიან მაღალი საინჟინრო სტრუქტურით აგებული 7 მეტრის სიგანის გალავნით და, ჩვენდა ბედად, წელსვე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 10-10-ზე ფართობი გავთხარეთ, ამავე ფართობზე მოექცა კარიბჭეც,“ – ამბობენ არქეოლოგები.