ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს

  ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ნათლისღების დღესასწაული ბაზა „ლეზერნიკზე“ იზეიმეს.
სადღესასწაულო წირვა მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მოძღვარმა მამა ავთანდილმა აღავლინა. მთავარი რელიგიური ცერემონიის დაწყებამდე, ბატალიონის კაპელანმა წყალი აკურთხა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მამა ავთანდილმა ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები