ნიკა გილაური უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენის პოსტის შეთავაზებას ადასტურებს

  საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი ნიკა გილაური მისთვის უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენის პოსტის შეთავაზებას ადასტურებს. როგორც გილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, შემოთავაზებაზე უარი პირადი მიზეზების გამო თქვა.
„ჩემს წინა პოსტთან დაკავშირებით (უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენობაზე) არ ვაკეთებდი კომენტარს, მაგრამ ჟურნალისტების გახშირებული ზარების გამო, თხოვნით, რომ რაიმე კომენტარი გავაკეთო გადავწყვიტე რომ განმარტება დამედო ჩემ გვერდზე – უკრაინის ბიზნეს ომბუდსმენობაზე დადებული ჩემი პოსტი და მიშას კომენტარი, რომელიც პოსტის დადების შემდგომ გაკეთდა არანაირად არ გამორიცხავენ ერთმანეთს. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი ჩემი პირადი მიზეზების გამო, თუმცა თუ რაიმე ზეწოლა იყო უკრაინის მთავრობაზე ან ევრობანკზე ეს თავისუფლად შესაძლებელია“, – წერს გილაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები