მეორე დღეა ქედაში 27 წლის მამაკაცს ეძებენ

  უკვე მეორე დღეა ქედაში 27 წლის მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი ბოლოს სოფელ ცხმორისში, გაჩერებაზე ნახეს. სავარაუდოდ, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის მდინარის პირას იყო, რის შემდეგაც შესაძლებელია მდინარეში გადავარდა.
სამძებრო სამუშაოები ჩატარდა მდინარე აჭარისწყლის ნაპირზეც. ქედის გამგებლის ინფორმაციით, სამართალდამცველებთან ერთად, დაკარგულს მეზობლებიც ეძებენ. დაკარგული დაოჯახებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები