ავღანეთში კამიკაძე ტერორისტმა სამხედრო ავტობუსი ააფეთქა, არიან დაშავებულებიც

  ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში კამიკაძე ტერორისტმა ის ავტობუსი ააფეთქა, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა. ადგილობრივი ტელევიზია მომხდარი ფაქტის ჩანაწერს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს სისხლისა და აფეთქების შედეგად ავტობუსის დაშლილი ნაწილები. ამ ეტაპზე ერაყის თავდაცვის სამინისტრო კომენტარისგან თავს იკავებს. ისინი არც დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქაბულში დაძაბულობამ განსაკუთრებით იმატა. თალიბებმა  მოკლეს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი და ორი უცხოელი ჯარისკაციც. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები