უკრაინაში ფიქრობენ, რომ რუსული გაზის ფასი შემცირდება

  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემა რუსული გაზის ფასის შემცირებას გამოიწვევს. ეს მოსაზრება „უკრაინის ნაფთოგაზის“ ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა გამოთქვა.
მისი თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში 1000 კუბური მეტრის გაზის ფასი 340 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
„ნავთობის ფასის ვარდნა რუსული გაზის ფასზე უკვე მოქმედებს. მომდევნო წლის პირველ კვარტალში ველოდებით, რომ ამა წლის შემოდგომაზე ბრიუსელში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 340 დოლარზე ნაკლები იქნება. ველოდებით, რომ ფასის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ზაფხულში კიდევ უფრო დაიწევს“, – განაცხადა კობოლევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპიდან იმპორტირებული გაზის ფასის შემცირებასაც ელოდება, – წერს „რია ნოვოსტი“.
გარდა ამისა, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი 3-5-ჯერ გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები