საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო. შეხვედრას, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები