ავღანეთში ნატოს კოლონას თავს დაესხნენ, დაიღუპა 2 სამხედრო

   ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან ნატოს კოლონას თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარვანის პროვინციის შსს-ს ხელმძღვანელმა მოჰამად ზამან მამოზაიმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების რამდენიმე ავტომობილი ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, თავდასხმის შედეგად ნატოს 2 სამხედრო დაიღუპა.
საერთაშორისო ძალების შტაბ-ბინაში დაღუპულების ეროვნების შესახებ ინფორმაციას ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავენ. არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპნენ აშშ-ს მოქალაქეები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „თალიბანმა“ საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები