ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

  ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე. დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები