იანუკოვიჩი – ჩემი მანქანა დაცხრილეს, რიბაკს სცემეს, კლიუევს ემუქრებიან
უმაღლესი რადის ყოფილ სპიკერს ვლადიმერ რიბაკს სცემეს. ამის შესახებ იანუკოვიჩმა ტელეკომპანია “112”-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რიბაკის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იგი სცემეს და ამის გამო ის დონეცკში სამკურნალოდ გააგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებითვე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრეი კლიუევთან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინებები მისდის. გარდა ამისა, როგორც იანუკოვიჩი აცხადებს, მისი პირადი მანქანა დაცხრილეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ვლადიმერ რიბაკი თანამდებობიდან დღეს გადადგა. რადამ უკვე ახალი სპიკერიც აირჩია და ის ალექსანდრ ტურჩინოვია.