თბილისში ცოლის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს
თბილისში ოჯახში ძალადობის მორიგი ფაქტი მოხდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, ნუცუბიძის მესამე პლატოზე ქმარმა ცოლს სცემა. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
როგორც ტელეკომპანია, შს სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაკავებულია მამაკაცი.