რუსმა ჯალათებმა ჩეჩნეთში გოგონა მოკლეს

რუსმა მწამებლებმა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ნათესავების სახლებზე თავდასხმისას გოგონა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ცენზორ. ნეტ“-ს უკრაინის საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „სვობოდნი კავკაზის“ წარმომადგენელმა ამინა ოკუევმა მიაწოდა.
„არსებობს ინფორმაცია, რომ რამდენიმე სახლია დამწვარი, მოკლულია გოგონა, რომელმაც რაღაც თქვა და რომელიღაცა ოკუპანტს ან ეროვნულ მოღალატეს სახეში შეაფურთხა… დამწვარი სახლების ფოტოები არსებობს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჩემთვის ცნობილი არ არის“, – აღნიშნა ოკუევამ.
გარდა ამისა, ოკუევამ განაცხადა, რომ ახლა ასეთი ქმედებები საზოგადოებისთვის გახსნილი ინფორმაციაა. „მანამდე ყველაფერი ჩუმად კეთდებოდა. უშვებდნენ კადიროვის, პუტინის მიერ მოსყიდულ „უფლებადამცველებს“, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია… უფლებადამცველები და თავისუფალი პრესა იქ ვერ მუშაობს. ახლა ეს ინფორმაცია უკრაინის წყალობით გასაჯაროვდა, რადგან უკრაინა დაინტერესდა და ამ ყველაფერს ავრცელებს. ეს ინფორმაცია მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოკუევამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები