„გუგლი“ ესპანეთში ახალი ამბების სერვისს ხურავს

კორპორაცია „გუგლი“ ესპანეთში ახალი ამბების საიტს ხურავს. ეს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლას უკავშირდება. „გუგლი“ ამ სერვისს 16 დეკემბერს დახურავს. კანონი კი 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, აღნიშნული კანონი ესპანელ გამომცემლებს სერვერ „გუგლ ნიუსისთვის“ გადასახადის მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ სერვისზე მისი საკუთარი მასალები იდება.
კორპორაცია „გუგლი“ კანონის მიღების შეჩერებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ საკუთარი ახალი ამბების ვებგვერდიდან შემოსავალს არ იღებს. ცნობისთვის, გაზეთების გამომცემლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩივიან, რომ ახალი ამბების საიტები, როგორიცაა „გუგლ ნიუსი“ საავტორო უფლებებს არღვევს და მათ მასალებს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები