დედამთილმა რძალი და 6 თვის შვილიშვილი მოკლა

ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ მოკლა 40 წლის დედამთილმა – შარგია გუსეინოვამ განსაკუთრებული სისატიკით 20 წლის რძალი ელნარა ნაჯაფოვა და 6 თვის შვილიშვილი. შემთხვევა ბაქოში მოხდა.
გამომძიებელ კამრან სადიგოვის თქმით, წინასწარი დაკითხვის დროს შარგია გუსეინოვამ აღიარა, რომ დანაშაული საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე ჩაიდინა. კონფლიქტი გაჩაღდა იმის გამო, რომ ქალის ვაჟიშვილი და რძალი მისი საქართველოში (საიდანაც არიან ჩასულები ბაქოში) დაბრუნების წინააღმდეგნი იყვნენ.
„რძალმა კარი ჩაკეტა და დედამთილს ქუჩაშიც კი არ უშვებდა“, – განაცხადა გამომძიებელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალის ვაჟიშვილი ჯერ არ დაუკითხავთ, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
შარგია გუსეინოვას მეზობლების თქმით, გუსეინოვების ოჯახი ერთი წლის მანძილზე ბინას ქირაობდნენ, ქალის ვაჟიშვილი ელვარი კარგი ხასიათითა და გახსნილობითაა ცნობილი. თუმცა თავად შარგიას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ამიტომ რძალი მას ქუჩაში არ უშვებდა. ინციდენტის დღეს, როდესაც ელვარი სამსახურში წავიდა, შარგია გუსეინოვამ რძალთან კვლავ კონფლიქტი გააჩაღა და უეცრად ხელი ჰკრა, რის შემდეგ მიწიდან ქვა აიღო და საფეთქელთან რამდენიმეჯერ დაარტყა. ამის შედეგად ელნარა ნაჯაფოვა ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ გუსეინოვამ 6 თვის შვილიშვილი დაახრჩო.
მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. მოკლულების გვამები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები