ლილე ჩხეტიანის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლის, ლილე ჩხეტიანის მკურნალობის დაფინანსების მიზნით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტი პროექტ „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ ფარგლებში ჩატარდება და შემოსული თანხა ლილე ჩხეტიანის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც 3 წელია სიმსივნურ დაავადებას (ჰოჯკინის ლიმფომას) ებრძვის. პაციენტს სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება.
საქველმოქმედო კონცერტზე მისულ სტუმრებს რესტორანი ვახშმითაც გაუმასპინძლდება.
აქცია-კონცერტში ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. საღამოს წარუძღვება იუმორისტი მამუკა ლომაშვილი.
საქველმოქმედო მიზნისთვის დაგეგმილი კონცერტი და ვახშამი 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესტორან , „ქვის სახლში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები