რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და „ჯარისკაცის მამის“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში რეზო ჩხეიძის 88 წლისადმი და „ჯარისკაცის მამის“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნის „ჯარისკაცის მამა 50“ პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნება ფილმი: „როგორ შეიქმნა ჯარისკაცის მამა“, სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კოლაჟი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევრების შესახებ.
რეზო ჩხეიძეს იუბილეს მიულოცავენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ქუთაისის გუბერნატორი, საპატიო ქუთაისელები. საიუბილეო საღამოში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ხელოვანები – გოგი დოლიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, რომა რცხილაძე, ანსამბლები „რუსთავი“ და „ერისიონი“, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მცირე კონცერტი.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ის, რაც მახსოვს“ ჩვენება.
მიხეილ გიორგაძე კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეზო ჩხეიძეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ პრიზს- „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები