ნანა მესხის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

15 დეკემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ნანა მესხის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნანა მესხი, დათო არჩვაძე, ლაშა ღლონტი, გიორგი მეფისაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „თბილისური“, ირაკლი კვანჭიანის ბენდი, ქართული ხმების კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, კვარტეტი „ჰანგები“, პოეტი ნანა ცინცაძე. ღონისძიებას გაუძღვება თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.
ღონისძიება ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. სპეციალურად იქნებიან მოწვეულები კულტურის მუშაკები, სახელოვნებო სკოლების პედაგოგები, საჯარო სკოლის მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები