ერაყი: პირველი კადრები „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებული ქალაქიდან (ვიდეო)

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბაიჯიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კონტროლი აღადგინეს. ეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში არმიის პირველი მსხვილი გამარჯვებაა.
ამ მომენტამდე ერაყელი სამხედროები უფრო ხშირად უთმობდნენ ჯიჰადისტებს, მაგრამ ქვეყნის ახალმა მთავრობამ ძალისხმევა გააერთიანა და საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით შეტევას განაგრძობენ. „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი კვენტინ სომერვილი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელიც გათავისუფლებულ ქალაქში მოხვდა. გზად გადამღები ჯგუფის ავტომობილი სროლის ქვეშ მოხვდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yqTsqc_6G1E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები