სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია ესწრებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერებისთვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული სუბსიდირების მექანიზმები იყო. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე ცვლილებები და მათი გავლენა სოფლის მეურნეობის სექტორზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოახლოებულ სარწყავ სეზონს. მხარეებმა იმსჯელეს წყლის მიწოდების ეფექტიან მართვაზე, სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას წინასწარ შეთანხმებული და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად განახორციელებს, რაც სარწყავი წყლის სტაბილურ განაწილებასა და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც ახალი ტარიფების, ისე სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები