ირმა ინაშვილი „ნაციონალებს“: ფრთები არ გამოგდით, ფრთები?!

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს.
„რატომ არ კნავიან ნაცისტები. დღეს 10 დეკემბერია. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, როცა მთელს მსოფლიოში მწამებლებს, სადისტებს, მანიაკებს, მკვლელებს საჯაროდ გმობენ. რატომ არ გვიტარებენ გაკვეთილს, რა ცუდია პატიმრების ცემა, გაუპატიურება… რა მიუღებელია ოქროყანის ტყეში ახალგაზრდების დაკვლა… ხოლო თვითონ რა „სპეტაკნი” და „უმწიკვლონი” არიან… ფრთები არ გამოგდით, ფრთები?!”, – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები