ლევან ხეთაგურის საჯარო ლექცია – „თეატრის ენა“ გაიმართება

11 დეკემბერს, 17:00 საათზე, თემურ ჩხეიძის სახელოსნოში თეატრმცოდნის, პროფესორ ლევან ხეთაგურის საჯარო ლექცია – „თეატრის ენა“ გაიმართება.
„როგორ მეტყველებდა თეატრი და როგორ მეტყველებს იგი დღეს. თეატრალური ალქიმია, სადაც ფილოსოფიური ქვა სათეატრო სივრცეა და უკვდავების გასაღები ზოგადად ადამიანი-მსახიობი. სათეატრო ხელოვნება, რომელიც, როგორც დიონისე, არაერთხელ იბადება და მოკვდება. თეატრი ეს არის კვლევა“.
ლევან ხეთაგური – თეატრმცოდნე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები