„ლამარას წერილების“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

18 დეკემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ჰელგა კურცხალიას წიგნის „ლამარას წერილების“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი „ლამარას წერილები, ანუ კომუნიზმის აღსასრული“ მოგვითხრობს ერთი გერმანულ-ქართული ოჯახის ამბავს, რომლის წევრებიც 1984-1996 წლებში თბილისში, ბერლინსა და ჰაიდელბერგში არიან გაფანტულები.
ჰელგა კურცხალიას რომანის გმირი უჩვეულოდ ძლიერი ქალი ლამარაა, რომელიც მასა და მის ნათესავებს შორის ყოველდღიურად მზარდ სულიერ გაუცხოებას თუ ფიზიკურად არსებულ მანძილსა და სიშორეს გერმანიიდან მათთვის გაგზავნილი იუმორით, ფატალიზმით და ოპტიმიზმით სავსე, წერილებით ებრძვის. ეს არის მწერლის ერთგვარი მიგნება, რაც გერმანელ მკითხველს არა მხოლოდ თბილისის გაცნობის, არამედ „უცხო თვალით“ დანახული გერმანიის ხილვის საშუალებასაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები