საჯარო ლექცია – „ისტორიის იდეის ევოლუცია“ გაიმართება

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქუჩის ალტერნატიული განათლების სკოლა კავკასიური სახლის საკონფერენციო დარბაზში ისტორიკოს ნუკრი შოშიაშვილის საჯარო ლექციას – „ისტორიის იდეის ევოლუცია“ გამართავს.
ლექცია მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას ისტორიული აზრის ევოლუცია და სხვადასხვა ისტორიოგრაფიული საკითხი, რომელიც ისტორიული აზრის შინაარსთან არის დაკავშირებული. ისტორია არის მეცნიერება, რომელიც გარკვეულ აზრთან მიმართებაში ვითარდება. მასში სხვადასხვა დროს ხედავდნენ სხვადასხვა დანიშნულებას და მიზნებს. „ისტორიის ფილოსოფია“, ანუ ისტორიის იდეა, თავდაპირველად გამოიყენა ვოლტერმა, რომელმაც ამ სიტყვაში ისტორიის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნება იგულისხმა. ჰეგელი ისტორიის ფილოსოფიას აღიქვამდა აზროვნებას სამყაროზე მთლიანობაში, ხოლო პოზიტივისტებისთვის კი ისტორიის ფილოსოფია დაკავშირებული იყო საერთო კანონების (კანონზომიერებების) აღმოჩენასთან. ისტორია რომ არ იყო უბრალო მოვლენებისა და ფაქტების ერთობლიობა და გააჩნდა რაღაც დანიშნულება, ამაზე უძველესი დროიდან ფიქრობდნენ ადამიანები. ისტორიის იდეის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ ძველი ბერძნული ისტორიოგრაფია, თუმცა აქამდეც გვხვდება ძველ აღმოსავლურ მითებში ისტორიის იდეის დასწყისი… ლექციის მსვლელობისას, წარმოდგენილი იქნება ყველა ის ეტაპი, რომელიც ისტორიის იდეამ განვლო და მოაღწია ჩვენამდე; ისტორიოგრაფიის სხვადასხვა პრობლემური საკითხის წინ წამოწევით, ისტორიის განვითარების ეტაპები და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები