ლია ბაგრატიონთან შეხვედრა გაიმართება

15 დეკემბერს, 18:30 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში არტისტ ლია ბაგრატიონთან შეხვედრა გაიმართება. მასალის ენა და მისი შესაძლებლობები ლია ბაგრატიონის არტის მთავარი მოტივია. ყოველი ახალი პროექტი ერთგვარი ტესტია, როგორც თიხის ახალი სამეტყველო ფუნქციების აღმოჩენის, ისე საკუთარი არტისტული ძალების განსაზღვრისათვისაც. რა შეიძლება თიხით გააკეთო? – უსასრულოდ იმეორო არქაული ჭურჭლის სრულყოფილი ფორმა და არასდროს მოგბეზრდეს ისტორიასთან კავშირის განცდა, შეიძლება გამქრალი ცივილიზაციის ფორმა მისცე, ან სულაც ძვირფას მეტალებს შეურიო და ფულის ნიშნებად აქციო. თიხით შეიძლება ისეთი ისტორიაც მოყვე, რომელიც სიტყვითაც რთულად გადმოსაცემია. შეხვედრის მოდერატორია ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები