იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

   იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” იულია ტიმოშენკოს პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის რადამ გუშინ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 310 დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო 2009 წელს დააკავეს. მას რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები