სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა

  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა .
წყალი უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
პატრიარქმა ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა. ამის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები