უმაღლესმა რადამ არსენ ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა

      რადამ სახალხო დეპუტატი, ფრაქცია „ ბატკივშინას“ წევრი არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ავაკოვის კანდიდატურას სასესიო დარბაზში რეგისტრირებული 324 დეპუტატიდან 275 – მა დაუჭირა მხარი. შსს ახალი მინისტრის დანიშნამდე, დეპუტატებს სიტყვით ახალმა სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მიმართა და აღნიშნა, რომ დანიშვნა დროებითი იქნებოდა და ეს ფაქტი მხოლოდ კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეუწყობდა ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები