„ჩემი თვალით დავინახე, რომ უხრწნელი იყო”

     წმინდა მამა გაბრიელის სხეული უხრწნელია, ამის შესახებ თვითმხილველმა სასულიერო პირებმა განაცხადეს. “მე დავესწარი მამა გაბრიელის საფლავის გახსნას. დავინახე ჭილობი, რომელშიც ნეშტი იყო გახვეული, ისიც კი უხრწნელი და დაუზიანებელი იყო. ასევე მისი მანტია, რომელშიც შეხვეული იყო, მთლიანად უხრწნელად და ახალივით გამოიყურებოდა. ფეხსაცმელიც კი ახალივით იყო. რომ გაასუფთავეს და ფეხებთან და მუხლებამდე მივიდნენ, ჩემი თვალით დავინახე, რომ უხრწნელი იყო. კანი ჩვეულებრივი, მაგრამ მუქი ყავისფერი იყო, სხეული კი – სრულიად უხრწნელი”, – აცხადებს თვითმხილველი მონაზონი ალისია. ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ამ დროისთვის სვეტიცხოველშია დასვენებული, სადაც დღეს და ხვალ დარჩება, ხოლო 24 თებარვალს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები