უმაღლესი რადის სპიკერად ალექსანდრ ტურჩინოვი აირჩიეს

 უკრაინის რადის დეპუტატებმა ფრაქცია „ბატკივშინას“ დეპუტატი ალექსანდრ ტურჩინოვი უკრაინის უმაღლესი რადას ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტურჩინოვის არჩევას 288 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ტურჩინოვის განცხადებით, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ის გადადგება.
„კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის აუცილებელი იქნება გადადგომა. ამდენად, მე დათხოვნის შესახებ განცხადებას დავწერ, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ ავირჩიოთ უმაღლესი რადის ხელმძღვანელობა“,- განაცხადა ალექსანდრ ტურჩინოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ რიბაკმა თანამდებობა დღეს დატოვა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები