მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში დაასვენეს

    მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენეს. წმინდა ნეშტი ჩაბრძანებული ხის ლუსკუმაში, რომელიც დახურულია. სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოველში გადასვენებამდე ფერიცვალების ტაძარში მღვდელმთავრებმა პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც ხის ლუსკუმა მსვლელობით მეუფე გერასიმემ და ბერებმა სვეტიცხოვლისაკენ წააბრძანეს. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს მორწმუნენი სანთლებით შეხვდნენ.
სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოვლამდე გზის ჯარისკაცებს კორდონი ჰქონდათ გაკეთებული. წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმას წინ ბაირაღებითა და დროშით ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” წარმომადგენლები მიუძღვებონდნენ.
ამ წუთებში სვეტიცხოველში ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ჯარისკაცები და ტაძარში მოსული ადამიანები მოილოცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები