ობამა-პუტინის საუბარი – უკრაინა, ოლიმპიადა, ბირთვული პროგრამა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პუტინმა და ობამამ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის უკრაინის მოვლენებსა და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კიევში ვითარების სტაბილიზაციის აუცილებლობას და რადიკალურ ოპოზიციასთან მუშაობის საჭიროებას, რომელმაც უკრაინა უკიდურესად სახიფათო ზღვარზე მიიყვანა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ვლადიმერ პუტინს ოლიმპიადის წარმატებით ჩატარება მიულოცა.