მცხეთაში სასწრაფოს 12 ავტომობილი მორიგეობს

     მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიებზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 12 ბრიგადა 24 საათის განმავლობაში მორიგეობს,- ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. „მცხეთაში უამრავი ადამიანია და მათ ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარება დასჭირდეთ. ჩვენი ბრიგადები იქ არიან და 24 საათის განმავლობაში იზრუნებენ შეკრებილი ადამიანების ჯანმრთელობაზე“,- განუცხადეს „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მცხეთაში დღეს წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. მისი წმინდა ნაწილების გადმოსვენების პროცესზე დასასწრებად მცხეთაში ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები