ნატო კიევისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვისგან თავს იკავებს, ამიტომ უკრაინა ჩამოწერილ ბრიტანული ჯავშანტექნიკას ყიდულობს

  ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ჯერ არ აპირებენ, რომ უკრაინას თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა მიჰყიდონ, ამიტომ, კიევი იძულებულია, ჩამოწერილი ჯავშანავტომობილები შეიძინოს. ამის შესახებ გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
„არც აშშ და არც ნატო-ს სხვა წევრები არ ჩქარობენ, კიევს თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა მიჰყიდონ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში შეჭრილ მტერს ეფექტურად შეებრძოლება. შეიძლება ამიტომაც, კიევი იძულებულია, ის სამხედრო ტექნიკა იყიდოს, თუნდაც მოძველებული, რომლის გაყიდვასაც დასავლეთი დასთანხმდება“,- წერს გაზეთი.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინამ დასავლეთთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, კიევმა ბრიტანეთის არმიის ჩამოწერილი საბრძოლო ტექნიკა უნდა შეიძინოს.
,,სწორედ ასეთ გადაწყვეტილებად იქცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, უკრაინამ ბრიტანეთის არმიის ჩამოწერილი Saxon AT105 ტიპის ჯავშანავტომობილები უნდა შეიძინოს. წლის ბოლომდე უკრაინაში 20 ,,საქსონს“ ჩაიატანენ, მომავალ წელს კიდევ – 5-ს. ადგილზე მათ საბრძოლო მოდულს დაუყენებენ და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში გაგზავნიან“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები