სოსო ჯაჭვლიანი: ეს „ნაცები“ „გაბლატავდნენ“ და სულ გადაიმასქნეს თავზე

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადადგომას კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ლუკა კურტანიძე თავისი ნებით გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ „ნაცებს“ სურვილი ჰქონდათ, რომ კურტანიძეს გაგდებულის სტატუსი ჰქონოდა.
„ლუკამ თავისი სიტყვა რომ თქვა, დარბაზში ყვირილი ატეხეს, უნდა გადაგვეყენებინაო! ამათ უნდოდათ, რომ ლუკას თავისი ნებით წასული კი არა, გაგდებული დარქმეოდა! ნაცბანდის ჩანაფიქრი იყო ეს ყველაფერი! მეც იქ ვიყავი, გამოვედი და ვთქვი – კაცი მიდის, გადადგა უკვე და რა გაყაყანებთ მეთქი! ვეკითხები ამ მოჭიდავეებს, ახლა რომ დიდგულზე არიან და ენა ამოიდგეს- საქართველოს რვაგზის ფალავანი ალექსი დავითაშვილი ტყუილუბრალოდ რომ დაიჭირა სააკაშვილმა, მაშინ სად იყავით? დავით გობეჯიშვილი გაჩერდეს და თავის ბიოგრაფიას გადაავლოს თვალი! მისი ოლიმპიური ჩემპიონობა დასაფასებელია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის დროს სად იყო და როგორ იქცეოდა, გაიხსენოს! ჩვენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ყველაზე დიდი შეცდომა როდის დავუშვით, იცით? როცა 2 წლის წინათ სააკაშვილი მოვიდა ახალარჩეულ პარლამენტში და ცემა-ტყეპით არ გავაგდეთ იქიდან. ამიტომაც „გაბლატავდნენ“ მერე ეს „ნაცები“ და სულ გადაიმასქნეს თავზე“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები