რატომ ტიროდა ასლან აბაშიძე?

  „ასლან აბაშიძე სამშობლოში ბრუნდება!“ ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
როგორც ელიზბარ ჯაველიძე გამომცემლობასთან საუბრისას აღნიშნავს, იგი რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს ტელეფონით ესაუბრა. მას მიაჩნია, რომ ასლან აბაშიძე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
„ამ რამდენიმე დღის წინათ ვილაპარაკეთ მე და ბატონმა ასლანმა ტელეფონით, მითხრა – არც ეკონომიკურად მიჭირს, არც არაფერი მაკლია, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა მინდა, სადაც ვარ, აქ ყველაფერი სულერთია ჩემთვისო. საშინლად განვიცადე ეს ამბავი. კაცი ტიროდა-საქართველო ენატრება, თავისი მეუღლის, ქალბატონი მაგულის საფლავი ენატრება! კაცი ასე უფრთხილდებოდა ქართული მიწის თითო გოჯს და ასეთი ადამიანი სამშობლოდან გააძევა სააკაშვილმა, რომელმაც მთელი აჭარა თურქეთს მიჰყიდა. ახლა დაიწყება დიდი მოძრაობა როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ საქართველოში და ჩვენ შევაგროვებთ ხელმოწერებს, სადაც ხალხი მოითხოვს ბატონი ასლანის საქართველოში დაბრუნებას. რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასეთია – „რადგან ასლან აბაშიძეს არანაირი პოლიტიკური მიზნები არა აქვს და მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება უნდა, მისი ჩამოსვლა არანაირი პრობლემა არ არის”, – აცხადებს ჯაველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები