77 გარდაცვლილი და 603 დაშავებული – კიევის ოფიციალური მონაცემები
კიევში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 77 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა და 18-22 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის 603-მა ადამიანმა მიმართა, რომელთაგან 309 ჰოსპიტალიზებულია. ევრომაიდნის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ოლგა ბოგომოლეცის თქმით, დაღუპულია სულ მცირე 85 ადამიანი, 2 000-მდე კი დაშავებულია.