რადის სპიკერი ვლადიმერ რიბაკი თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ რიბაკმა თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას „unian.net“ ავრცელებს. რადის სასესიო დარბაზში სამუშაო ადგილებზე თითქმის არ იმყოფებიან ფრაქცია „რეგიონების“ წევრები, ასევე სხდომას არ ესწრება იგორ კალეტნიკიც. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რიბაკის მსგავსად, უმაღლესი რადის პირველმა ვიცე-სპიკერმა იგორ კალეტნიკმაც თანამდებობა დატოვა. რადის ვიცე-სპიკერის რუსლან კოშულინსკის განცხადებით, რიბაკმა გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო. ამ წუთებში უკრაინის უმაღლეს რადაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ 248 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არიან 23 ფრაქცია „რეგიონები“- დან , 66- ფრაქცია „ბატკივშინა“-დან, 37- „უდარ“-იდან, 35-„ თავისუფლება“-დან, 32-„ კომუნისტები“-დან, 55 კი – უფრაქციო დეპუტატებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები