ხარკოვის აეროპორტში იანუკოვიჩის ჩასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
პრეზიდენტის თვითმფრინავი ხარკოვის აეროპორტში არ დაფრენილა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის აეროპორტი ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი ხარკოვში არ დაფრენილა“, – აცხადებს აეროპორტის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხარკოვში ყოფნის შესახებ, რომ იგი ხარკოვში ერთ-ერთ შეხვედრაში მონაწილეობას აპირებდა. უკრაინული მედიაში წუხელ წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ყველა ძვირფასეულობის გატანის შესახებ, მათ შორის მეჟიგორიეს რეზიდენციიდან. გამოცემა “გლავკომის” ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად იმყოფებოდა უმაღლესი რადის თავმჯდომარე ვლადიმერ რიბაკი, უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი და დეპუტატი ვადიმ ნოვინსკი.