მიშელ ობამა დაბადების დღეს აღნიშნავს

   ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თეთრ სახლში ბარაკ ობამა წვეულების გამართვას აპირებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მზადდება საცეკვაო სცენა, საზეიმო ვახშამი უამრავი დესერტით და მოწვეულები არიან საპატიო სტუმრები, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობოით არ ვრცელდება.
გასულ თვეს, მიშელ ობამას დაბადების დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მეუღლეს ისეთი საჩუქარი გაუკეთა, რასაც ყველა ქალი ისურვებდა. კერძოდ, ბარაკ ობამამ პირველი ლედი ჰავაიში დასასვენებლად მარტო დატოვა, ბავშვები კი თვითონ წაიყვანა. მიშელ ობამამ საშობაო არდადეგები მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრების გარეშე გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები