მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში ერთი კვირა იქნება დაბრძანებული
მამა გაბრიელ სალოსის ნეშტს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ორშაბათს, 24 თებერვალს გადაასვენებენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ. შეგახსენებთ, მამა გაბრიელის საფლავი ამ დროისთვის გახსნილია, თუმცა ჯერჯერობით მისი წმინდა ნაწილები საფლავიდან არ ამოუსვენებიათ. დღეს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო 14:00 საათიდან სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს. მომლოცველები სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ელოდებიან.