მოსკოვის მერი ცოლს ეყრება

   მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ცოლს შორდება. გაყრის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა, თუმცა სობიანინმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს. „განქორწინება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. მე და ირინა ერთმანეთს პატივს ვცემთ და კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. იმედი გვაქვს, რომ გაგვიგებენ და მოვითხოვთ, რომ პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას”, – განაცხადა სერგეი სობიანინმა. ირინა და სერგეი სობიანინებს ორი ქალიშვილი ჰყავთ. ისინი 28 წელია ერთად ცხოვრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები