მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავა

    მამა გაბრიელი საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ, დილის 06:00 საათიდან, მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავა – ვაგზლის მოედნის („თბილისი ცენტრალის“ წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ „დიდუბის“ (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში. სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები