Unian.net: ვიტალი ზახარჩენკო ბელორუსში გაიქცა

   უკრაინის შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ბელორუსში გაიქცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „unian.net“ ავრცელებს. “ზახარჩენკო ბელორუსში გაიქცა. მან ცოტა ხნის წინ გადაკვეთა უკრაინა-ბელორუსის საზღვარი”, – ციტირებს სააგენტო ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ვიტალი ზახარჩენკო პოსტიდან უკრაინის უმაღლესმა რადამ წუხელ გაათავისუფლა. ფრაქცია “ბატკივჩინას” ლიდერის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ზახარჩენკოს გათავისუფლების მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა, რაც ძალოვანებისთვის იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემაში გამოიხატება. მისივე თქმით, რადის მიერ მიღებული დადგენილება ძალაში მიღების მომენტიდან შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები