იანვრიდან ახალი ჯარიმები ამოქმედდება

2015 წლის იანვრიდან ახალი ჯარიმების ამოქმედება იგეგმება. კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი, დეტალებს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე განმარტავს.
„სხვადასხვა სანქციაა, რომელიც ეხება როგორც ინდივიდუალურად ცალკეულ პიროვნებებს, ისე იურიდიულ პირებს. მაგალითად, ნაგვის გატანასა და სამშენებლო ნარჩენების გატანას შეეხება. ჩვენ შევეცადეთ, რომ არ ყოფილიყო ზოგადი, ყოფილიყო კონკრეტული. მაგალითად, თუ ადამიანი პირველად გადაყრის ნაგავს, 100 ლარით დაჯარიმდება, თუ მეორედ – 500 ლარით. სამშენებლო ნარჩენების გატანისთვის უფრო მეტია. ჩვენ შევეცადეთ, რომ უფრო მოწესრიგებული ყოფილიყო ნარჩენების გატანა და არ მომხდარიყო რაიონის და ქალაქების დანაგვიანება, ადამიანებს სცოდნოდათ, რა კონკრეტული ჯარიმები მოუწევდათ ამისთვის. კანონით დეტალურად არის გაწერილი ყველა ადმინისტრაციული დარღვევისთვის რა ჯარიმა იქნება განსაზღვრული. ქალაქი, სოფლები და გზები უნდა იყოს სუფთა, ამით ნამდვილად ვარ დაინტერესებული. იყო კამათი იმაზე, რომ თუ ჯარიმად დავაწესებდით 500 დოლარს, ხომ არ დარჩებოდა სანქცია სანქციისთვის და რეალურად, არავინ გადაიხდიდა? ითქვა, რომ ამ თანხას ვერავინ გადაიხდის და ისიც საკითხავია, ვინ გამოავლენს ამას, რამდენად ადმინისტრირებულია ესო. ხშირად არსებობს სანქცია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ორგანო, რომელიც მას გამოავლენს. მაგალითად, ჩვენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული გვაქვს ჯარიმები. თვით პარლამენტშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებობს, ყველგან ეწევიან, სადაც გაუხარდებათ“, – განუცხადა მაღრაძემ „ალიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები