ბერინგის ზღვაში ჩაძირული გემის მსხვერპლთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ბერინგის ზღვაში სამხრეთკორეული ტრაულერის „ორიონგ-501“-ის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მანამდე 20 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. ინფორმაციას გემის მფლობელი კომპანია Sajo Industries-ის მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო „რენჰაპი“ ავრცელებს.
კატასტროფის ადგილას მაშველების მიერ კიდევ 5 გვამის აღმოჩენისას დადგინდა, რომ 2 დაღუპული ინდონეზიის მოქალაქეა. დანარჩენი 3 დაღუპულის გვამი იდენტიფიცირებული ჯერ არ არის. ცნობილია, რომ ტრაულერის ეკიპაჟის კიდევ 28 წევრი ამ დრომდე დაკარგულად ითვლა.
სააგენტო „რენჰაპის“ ცნობით, სეული ტრაულერის ზღვის ფსკერიდან ამოტანის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან დაღუპულების ნაწილი, სავარაუდოდ, გემზეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ტრაულერი „ორიონგ-501“ ბერინგის ზღვაში ჩუკოტკის სანაპიროებთან 1 დეკემბერს ჩაიძირა. გემზე მყოფი 60 ადამიანიდან 6 გადარჩა, მათ შორის ერთი – რუსეთის მოქალაქეა.