გროზნოში დაღუპული სამართალდამცავების ოჯახებს სათითაოდ მილიონ რუბლს გადასცემენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაღუპული სამართალდამცავების ოჯახებს თითო მილიონ რუბლს გადასცემენ,- ამის შესახებ „არგუმენტები და ფაქტები“ იუწყება.
„თქვენ და თქვენი თანამშრომლები ოპერატიულად და პროფესიონალურად მოქმედებდით, ასე რომ, თქვენ და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომელს პერსონალურ მადლობას გიხდით“, – განაცხადა პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერთან – რამზან კადიროვთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 დეკემბერს გროზნოში დაჯგუფება „იამარატ კავკაზის“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. „ბოევიკები“ გროზნოს საგამომცემლო სახლში და მე-20 სკოლაში იყვნენ ბლოკირებულები. ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო 10 „ბოევიკი“.

10841664_879490365424536_1834451528_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები