ესპანეთში სეპარატისტი გაათავისუფლეს, რომელსაც 3 000 წელი ჰქონდა მისჯილი

ბასკების სეპარატისტული დაჯგუფება ETA-ს საბრძოლო ფრთის ყოფილი მეთაური აროსპიდე სარასოლა ციხიდან გაათავისუფლეს,- ამის შესახებ „ელ პარიზი“ იუწყება. ცნობილია, რომ სარასოლას თავისუფლება 3 000 წლით აღუკვეთეს, – წერს „ლენტა.რუ“.
ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო პალატამ სარასოლას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ნორმებზე დაყრდნობით მიიღო, რომელიც ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებში დაკავებულების ციხეში ყოფნის ვადების შეკრებას ახდენს. ესპანეთის პარლამენტმა ეს ნორმა 2014 წლის ნოემბერში დაამტკიცა.
გარდა ამისა, დაგჯუფების აქტივისტის მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს, რომლის თანახმად, 2006 წელს ესპანეთში მიღებული დოქტრინა უკანონოდ ცნეს. ამ დოქტრინის თანახმად, ტერორისტებს და სხვა გრძელვადიანად დაკავებულებს ციხიდან ვადაზე ადრე ვერ ათავისუფლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სარასოლა, იგივე „სანტი პოტროსი“ 1986 წელს მადრიდში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ტერაქტის მსხვერპლი ეროვნული გვარდიის 12 სამხედრო გახდა. სარასოლა ასევე 1987 წელს ბარსელონაში მომხდარ ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობდა, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. მან საფრანგეთში ციხეში 10 წელი გაატარა, 2000 წელს კი სარასოლას ესპანეთში ექსტრადირება მოხდა. ესპანეთში მან ციხეში 3 წელი, საერთო ჯამში კი 27 წელი გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები