არიზონაში პოლიციელმა აფროამერიკელი მოკლა

ამერიკის შტატ არიზონაში პოლიციის ოფიცერმა შეცდომით 34 წლის აფროამერიკელი მოკლა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა მამაკაცს მკერდში იმ დროს ესროლა, როდესაც აფროამერიკელმა ხელი ჯიბესთან მიიტანა. პოლიციელის აზრით, აფროამერიკელ მამაკაცს, შესაძლოა, ჯიბეში იარაღი ჰქონდა. თუმცა, ჯიბეში მხოლოდ წამალი აღმოჩნდა. პოლიციელი დაეჭვდა, რომ მამაკაცი ნარკოტიკების რეალიზებით იყო დაკავებული. მკვლელობამდე პოლიციელსა და აფროამერიკელს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები